LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დეილი მეილი” – ისრაელში მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს მიაკვლიეს

ისრაელში, თელ ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის მკლევარებმა შექმნეს მსოფლიოში პირველი ,,კოვიდ-19″-ის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელმაც ტესტირება წარმატებით გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. 

გამოცება მკვლევარებზე დაყრდნობით წერს, რომ 30 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან, რომლებმაც პრეპარატი EXO-CD24-ი მიიღეს, 29 პაციენტი 3-5 დღეში გამოჯანმრთელდა. 30-ე პაციენტს კი, სრულად განკურნებისთვის რამდენიმე დღით მეტი დასჭირდა.

როგორც ცნობილია, პრეპარატი თავიდან კიბოს სამკურნალოდ შეიქმნა და ის ეგზოსომებს შეიცავს.

იჩილოვის კომპლექსური პროფილაქტიკის ცენტრის პროფესორის, ნადირ არბერის განმარტებით, პრეპარატის შესუნთქვა ციტოკინების რაოდენობის შემცირებას უწყობს ხელს. თავად ციტოკინებს კი ორგანიზმი ინფექციებთან საბრძოლველად გამოიმუშაობს.