LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს იაკობ ადაძეა – მოცეკვავე უხუცესთა ანსამბლიდან. პანდემიამ სახლში გამოკეტა – მაღალ მთაში, მაგრამ როცა ცეკვა მოწყურდება, ასეც მართავს რეპეტიციას” – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე საკუთარ გვერდზე უხუცესთა ანსამბლიდან ერთ-ერთი მოცეკვავის, იაკობ ადაძის შესახებ წერს. როგორც კეკელიძე აღნიშნავს, უხუცესი მოცეკვავის შესახებ ფილმს იღებს და მიმდევრებს ადაძის შესრულებული ცეკვიდან ფრაგმენტს უზიარებს.

“ეს იაკობ ადაძეა – მოცეკვავე უხუცესთა ანსამბლიდან. პანდემიამ სახლში გამოკეტა – მაღალ მთაში, სოფელ მეკეიძეებში. მაგრამ როცა ცეკვა მოწყურდება, ასეც მართავს რეპეტიციას. ან რეპეტიციას რატომ, თუნდაც კონცერტსაც. აჰა, ფრაგმენტი ამ დიდი კონცერტიდან – ერთი შემსრულებლით და უმაყურებლოდ. ამ ძალას სხვა ვარჯიში სჭირდება, სხვა ილეთები. ეს გულის ილეთებია – მერე კარნახობს გარესხეულს.
ახლა სწორედ იაკობი გვმასპინძლობს. ნათელა გრიგალაშვილი და მე მასზე მინი-ფილმს ვიღებთ – ჩვენი წამოწყებული სერიალიდან. ამ სერიას #იაკობისცეკვა ერქმევა.”-წერს გიორგი კეკელიძე და ვიდეოს აქვეყნებს.