LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია! – ელენე ხოშტარია

“ნიკა მელიასთან დაკავშირებით ყველაზე მთავარი არის ის, რომ ნიკა მელიამ გამოაცხადა რომ ის არ ემორჩილება, არ აღიარებს, არ მიიღებს იმ ძალადობრივ თამაშის წესებს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის საქმეზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

უმრავლესობა მხარს დაუჭერს მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს

“ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია, ეს ის მიდგომა, რაც აბსოლუტურად ყველა მსგავს უსამართლო საქმეში უნდა გამოვიჩინოთ. არ გვაინტერებს, ჩვენ რას გადაწყვეტს ხელისუფლება, ჩვენ ამ უკანონობას არ ვემორჩილებით”, -აცხადებს ხოშტარია.

კითხვაზე, მოახდენს თუ არა გავლენას, “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე პროცესები ოპოზიციის ბოიკოტზე პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით, ხოშტარია დასძენს: ” ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუ რა ხდება დეტალურად “ევროპულ საქართველოში”, დარწმუნებული ვარ ბოიკოტთან არანაირი კავშირი არ აქვს”.