სოფო ფირანაშვილის საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას ძვლის კიბო დაუდგინეს და ისრაელში სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს.
“Sopo Piranishvili სულ ასეთი ლამაზია ❣
? სოფიას აქვს, ძვლის კიბო, ოსტეოსარკომა, სასწრაფოდ საჭიროებს კვლევებს ისრაელში.
? სოფიას დაავადება არის იშვიათი და საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას, რაც მხოლოდ ისრაელშია შესაძლებელი.
? ასე რომ, დღეს ვეხმარებით სოფიას
? თითოეულ ლარს მნიშვნელობა აქვს.
? სოფია მალე უნდა წავიდეს ისრაელში
? TBC #GE30TB7597445061100058
? BG #GE93BG0000000182651300
მიმღები: სოფიკო ფირანიშვილი( გმადლობთ ?)” – წერს ნანიკო ხაზარაძე.
მისი მდგომარეობის შესახებ თავად სოფოც ავრცელებს ინფორმაციას.
ჩემი ფსიქოლოგი ისეთი ადამიანია, პირველ რიგში გასწავლის თავისუფლებას, გასწავლის როგორ იყო შენ, როგორ მართო საკუთარი თავი და ტკივილები. ყველაზე რთული, მხრის სახსრის ონკო პროთეზით ჩანაცვლების, რამდენიმე საათიანი ოპერაცია, ისრაელის ერთ ერთ საუკეთესო კლინიკაში გავიკეთე. ნარკოზიდან ისედაც ძლივს გამოვედი და, მოძრაობა არც მიცდია, გაშეშებული ვიწექი და მორიდებულად ვსუნთქავდი.
ექიმი სეგალ ორტალი პალატაში მეორე დილით შემოვიდა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა დავიმახსოვრე,რომ ასეთი რთული ოპერაციის დროს ყველაფერი ხდება, მერე იყო, სიმართლე გითხრათ არაფერი, 23 წლის ხარ და ერთ ხელს საერთოდ ვერ გრძნობ, მჭიდროდ გაქვს დამაგრებული და ასე დადიხართ, გამოსავალი, პატარა აბებია, არც ისეთი სახარბიელო შემადგენლობით, და მეც ვცდილობ ავუხსნა საკუთარ თავს რომ რაღაცეები რაღაცეებად ღირს და ტკივილების მიუხედავად მთავარია რომ, დიახაც ცოცხალი ვარ.
ეს პოსტი მინდა იმ ადამიანებმა წაიკითხონ, ვინც ფიქრობენ რომ საქართველოს საზღვრებს გასცდებიან და ფიქრობენ ჰაერიც განკურნავთ, ან გული დაწყდათ, რომ უნდოდათ და წასვლა ვერ შეძლეს, ან ვერ მოასწრეს, ან კიდევ არ ვიცი.
ასეთ დროს ყოველთვის ვპასუხობ ხოლმე, სადაც გინდათ წადით, ოღონდ მადლიერების გრძნობა ყველგან თან ატარეთ მეთქი, მადლიერება და რწმენა, მთავარია ჩემი აზრით. მე კიდევ მსოფლიოში საუკეთესო ფსიქოლოგი და ფსიქიატრი მყავს, უკვე ნაკლებად ვურეკავ მოდით მიშველეთ მეთქი, ხან კიდევ
ისეთ ხასიათზე ვარ, აქეთ ვუშველი ყველა პაციენტს.
ჩემი აზრით პაციენტს პაციენტის ესმის და იმიტომ.
არ ვიცი,ეს ამბავი ეხლა რატომ დავწერე, ალბათ შიშის ან იქ დაბრუნების სიახლოვეს ვგრძნობ,მთავარია რომ ამ ყველაფერს დაყვება ძალა, დაყვება და გცვლის”- წერს სოფო ფირანაშვილი.

