გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად აღმაშენებლის 45-ში ბარი გახსნა. ბარს BAR JAPARASTAN ჰქვია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯაფარიძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.
“ჯერჯერობით მშვიდობაა. არავინ გაგვკარებია. პერიმენტრზე პოლიციაა. აქ მოდიან სუს-ის თანამშრომლები და ფოტოებს გვიღებენ”.- ამბობს ზურა ჯაფარიძე ვიდეომიმართვაში.
მისივე თქმით, ამ ფორმით ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს.
“გეპატიჟებით ყველას, ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა”. – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
