LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.85%-ს შეადგენს

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიური მაჩვენებელი 13 თებერვლის მდგომარეობით, 1.85%-ს შეადგენს. რაც შეეხება წინა დღის მაჩვენებლებს, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06% -ია , ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.6%.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 345 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 173 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 172 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა.