LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი ჩემთან იყო სახლში, სუფრა გავუშალე.. თითქმის არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე: სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გიგი უგულავას უკრაინაში, საკუთარ სახლში უმასპინძლა. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას და გიგის პოლიტიკაზე თითქმის არ უსაუბრიათ.

„გიგი იყო მართლა აქ, ჩემთან სახლში, სუფრა გავუშალე, ძალიან თბილი შეხვედრა იყო და თითქმის არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე, რადგან არ მინდოდა, მოგვეწამლა ადამიანური შეხვედრა.

მე, რა თქმა უნდა, მათი კამპანია არ მომეწონა, მიმაჩნია, რომ მათმა კამპანიამ პირველ რიგში დააზარალა ისინი და დააზარალა ჩვენი საერთო საქმე, მაგრამ შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალების გაერთიანება და ამიტომ წარსულზე კონცენტრირება არ იყო საჭირო, საჭიროა მომავალზე კონცენტრირება, მით უმეტეს, მათი რაღაც პარტიული საკითხები საერთოდ არ გამირჩევია”,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან “ნაციონალური მოძრაობაზეც” ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია საინტერესო ხალხითაა დაკომპლექტებული. მისივე თქმით, მომავალ კონფიგურაციაში გიგი უგულავა და დავით ბაქრაძისთვისაც მოიძებნება ადგილი.

„მიმაჩნია, რომ მომავალ კონფიგურაციაში დავით ბაქრაძისთვისაც მოიძებნება ადგილი, გიგი უგულავასთვის, ყველასთვის…

ახლა საჭიროა ყველას ერთიანობა, მაგრამ, რაც მთავარია, ქართული საზოგადოების ერთიანობა, თუ თანამდებობის განაწილება დაიწყო ვინმემ, რას ინაწილებენ, ახლა საქართველო არის გადასარჩენი, რასაც ნიკა მელია აკეთებს, თანამდებობისთვის ბრძოლა ხომ არ არის, ეს არის ქვეყნისთვის ბრძოლა. „ნაციონალური მოძრაობა“ ეფუძნება იდეას და მუდმივ მოძრაობას. ახლა გუნდების გაყოფა საერთოდ აღარ არის…. ან მთელი ქართული საზოგადოება ჩამოიფერთხავს ამ ტალახს, ან საქართველო გაქრება, რა გუნდებზე, გადანაწილებაზე, რა კონფიგურაციებზე ვლაპარაკობთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.