ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო 7 დღეში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს.
ექიმი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოდან ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება.
“ბოლო პერიოდში 7 დღის საშუალო მაჩვენებლით ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში და ავსტრალიაში კოვიდის გავრცელება ქვემოთ ჩამოდის. იმედია კორონა მიდის ჩვენგან და მალე (წლის ბოლოდან) ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება!”-წერს ბიძინა კულუმბეგოვი და სტატისტიკას აქვეყნებს.

