LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“65 წელს ზემოთ ადამიანების და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების აცრა სრულად თუ მოხერხდება, შეგვეძლება, ქვეყანა შეზღუდვების გარეშე ვმართოთ” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, 60-65 წელს ზემოთ ადამიანების და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების აცრა სრულად თუ მოხერხდება, შესაძლებელი გახდება ქვეყნის შეზღუდვების გარეშე მართვა.

ამასთან, ექიმს არარეალურად მიაჩნია ის, რომ 2021 წლის ბოლომდე მოხერხდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის 60 პროცენტის აცრა.

„მოსახლეობის 60 პროცენტის იმუნიცაზია ნიშნავს აცრა გაუკეთდეს 1 400 000 ადამიანს. იქ დანაკარგიც არსებობს, როგორც ყველამ იცის და საბოლოო ჯამში, გვესაჭიროება 3 900 000 დოზა. რასაკვირველია, რთული მიზანია დასახული, ვინაიდან 2021 წლის პირველი ორი თვე ისე წავიდა, რომ ვაქცინის ერთიდოზაც კი არ გვაქვს გაკეთებული. ეს მარტიდან თუ იქნება, რეალურად დაგვრჩა მხოლოდ 10 თვე. ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანას სჭირდება თვეში 400 000 ინექციის გაკეთება, რაც გულწრფელად რომ გითხრათ, არარეალურად მიმაჩნია.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენა მაინც თუ აიცრება და ეს არის დაახლოებით 25-30 პროცენტი – 60-65 წელს ზემოთ ადამიანები და სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონენი. ამ ადამინების აცრას მაინც თუ მოვახერხებთ, რეალურად შეგვეძლება, რომ ქვეყანა შეზღუდვების გარეშე ვმართოთ, რადგან მარტო ერთადერთი ვალდებულება იქნება – პირბადის ტარება.  სხვა მხრივ, რაიმე ისეთი გართულებები, რომ კლინიკები გადაგვეტვირთოს ან სიკვდილიანობამ მოიმატოს, მაშინ უკვე აღარ იარსებებს.”-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ზალკალიანი: უახლოეს დღეებში, საქართველო COVAX-პლატფორმის მიღმა ვაქცინების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებს