LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედია მარნეულში: სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად, ოჯახის 3 წევრი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანია

ტრაგედია მოხდა მარნეულში. სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად, ოჯახის 3 წევრი დაიღუპა.

დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბონერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.