პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში ვაქცინა შემოიტანონ.
მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას პოლიტიკა უკან დაგვრჩება.
„ამხანაგო ხელისუფლებავ ” !!!! ვაქცინა შემოიტანეთ, თქვე მავნებლებო და “არაჯანმრთელებო”!!!
შორს დაგვრჩება პოლიტიკა და თქვენ კი თქვენი, თაღლითობით ნაშოვნი ქონება !“- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის ვადამ ერთი კვირით გადაიწია.
თავად თაკო ჩარკვიანმა კორონავირუსი გასულ წელს დაამარცხა.
ჩვენს რეგიონში პირველები მივიღებთ უმაღლესი ხარისხის ვაქცინებს – ტიკარაძე
