LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოცარი შედეგია და ეს თქვენი მონდომების დამსახურებაა – გიორგი ღოღობერიძე კოვიდსტატისტიკაზე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საქართველოში კოვიდსტატისტიკის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ინფიცირებულთა რიცხვის კლება მხოლოდ ჩვენი, მოსახლეობის მუნდომების დამსახურებაა.

„კოვიდ-19 დეკემბერში ლამის დღეში ფიქსირდებოდა იმდენი შემთხვევა, რამდენიც ახლა გვაქვს ბოლო ორ კვირაში ერთად აღებული.

საოცარი შედეგია და ეს თქვენი მონდომების დამსახურებაა“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ღოღობერიძე.

21 თებერვლის კოვიდსტატისტიკის მიხედვით, თბილისში გამოვლენილია 132 შემთხვევა, აჭარაში კი მხოლოდ 7.

დაინფიცირდა 258, გამოჯანმრთელდა 571 – 21 თებერვლის კოვიდსტატისტიკა