ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა. 36 წლის ავთო ბურჯალიანის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია.
“Covid 19 -თან ბრძოლაში კიდევ ერთი დაცემული გმირი!
სულ რაღაც 36 წლის,სიყვარულის და სიცოცხლის კაცი!
ბოლო შეხვედრისას “ბომონდში” გისაყვედურე, შენი არანორმალური მორიგეობის გრაფიკის გამო!გისაყვედურე იმიტომ რომ აღარ გავდი ადამიანს.
რამოდენიმე დღის უძილარს
პასუხი ასეთი გქონდა:
დიმა მე ეხლა
ყველაფერს ჩემ ლეჩხუმში ერთი გემრიელი გამოძინება მირჩევნია, მაგრამ ეხლა ეს არ და ვერ იქნებაო და ისეთი თვალებით მიპასუხე რომ მივხვდი შენთან საუბარს აზრი არ ჰქონდა!
მალე შევხვდებით მეგობარო!”- წერს დიმა გრძელიძე
