გერმანელი არქიტექტორი იორგ შულცე, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით, სამი თვის განმავლობაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს იმის შესახებ, თუ რა სამუშაო პირობებზეა საუბარი გერმანიაში ჩასული მიგრანტებისთვის.
“მხოლოდ 24 საათში 53 000-ზე მეტი ქართველი დარეგისტრირდა გერმანიის მინდვრებში სამუშაოდ. იციან მათ, რა პირობებში ცხოვრობენ ეს ადამიანები? იციან, რომ თვეში 300 ევროს იხდიან, თან ოთახში კი არა, მხოლოდ საწოლში. ეს თანხა კი იჭრება ხელფასიდან დაუყოვნებლივ. პოლონელი ბიჭები აღარ ჩადიან, რადგანაც მათ იციან რეალური პირობები შესახებ“, – წერს გერმანელი არქიტექტორი.
გერმანიაში სეზონური სამუშაოები 1-ლი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
გერმანიაში დასაქმებისთვის უკვე 86 395 პირი დარეგისტრირდა
