“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ სიამოვნებით მოისმენდა პრემიერის გამოსვლას იმის თაობაზე, როგორ შემოიჭერდა მთავრობა “ქამრებს”, როგორ ივლიდა პრემიერ-მინისტრი ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და როგორ გადადგამდა ნაბიჯებს დეესკალაციისკენ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან უპასუხა.
მამუკა მდინარაძემ ელისაშვილს ურჩია “ტყუილზე აგებულ ნარატივს” არ დაუჯეროს.
“თქვენ მართლა ხომ არ გჯერათ, იმ ასობით სიუჟეტის, რომელიც გარანტირებულად გეუბნებით, 99% ტყუილია. მე მგონი, ამ ტყუილზე აგებული ნარატივი ვიღაცას მართლა სჯერა. ჩვენ ვალდებული ვართ მათ ვუთხრათ, რა არის სიმართლე…
ღამის სამ საათამდე, რომ პარლამენტში ვართ, ჯერ ჩვენი მძღოლები ფრაქციის აპარატის იმ თანამშრომლებს დაარიგებენ, რომლებიც აქ სამ საათამდე ათენებენ. [თანამშრომლებს] რომლებიც დოკუმენტებზე მუშაობენ და საქმეს აკეთებენ.
მერე მოდის ჩემთან, რომ სახლში წამიყვანოს და დაიხარჯა მეტი ბენზინი. ეს თუ საინტერესოა ვინმესთვის უფრო ვიდრე 11 თვეში, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, ვიდრე ცხრა წლის განმავლობაში.
შემოვიჭიროთ, კი ბატონო, სადამდეც გნებავთ და ღამის 3 საათზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ფიზიკურად აღარ არის. რა ვიცი, პოპულისტური გამოვა ესეთი განცხადებები, თორე ამასაც ვიტყვით. კი ბატონო, ვივლი საზოგადოებრივი ტრასპორტით, მერე 3-4 საათზე შენ მომაკითხე და წამიყვანე სახლში”.- განაცხადა ელისაშვილის კითხვის პასუხად მდინარაძემ.
89 მომხრე 2 წინააღმდეგი – პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მის სამთავრობო გუნდს ნდობა გამოუცხადა
