პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია “ქართული ოცნების” დეპუტატის ვიდეოს ეხმაურება, სადაც ანზორ ბოლქვაძე კომენდანტის საათის დროს რესტორანში ერთობა.
“მანამდეც ცხადი იყო, მაგრამ გუშინდელი კადრების შემდეგ კომენდანტის საათი არის განსაკუთრებულად დამამცირებელი ყველა მოქალაქისთვის. გარბიხარ ორსულ ცოლთან ერთად ტკივილების გამო, მოდის ცივსისხლიანი პოლიცია, გაჯარიმებს.
მერე გამოდიან ქოცები მორალს გიკითხავენ ჯანმრთელობაზე, ფარდა იხურება და შედიან ცოლებიან ქმრებიან გულაობენ. პირბადე არა კვახი, ასე იწყება სუფრა”.- წერს ელენე ხოშტარია.
გართობის ამსახველი ვიდეო გუშინ, 27 თებერვალს გვიან ღამით გავრცელდა. წვეულების ერთ-ერთ მონაწილეს ფეისბუქ ლაივი ჰქონდა ჩართული. ვიდეოს ორიგინალი ამჟამად სოციალურ ქსელში აღარ იძებნება, თუმცა მისი ჩაწერა ენმ-ის წევრმა, ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ მოასწრო.
