LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადებითობის მაჩვენებელი 0.89 %, თბილისში დაინფიცირებულთა რაოდენობა 100-ს ჩამოსცილდა – რა ხდება რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 947 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 244 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 703 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 160 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 918-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.9 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.44%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 265 523-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 520 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 73 შემთხვევა,

აჭარა – 17,

იმერეთი – 33,

ქვემო ქართლი – 5,

შიდა ქართლი – 3,

გურია – 9,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9,

კახეთი – 6,

მცხეთა-მთიანეთი – 3,

სამცხე-ჯავახეთი – 1,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 1 849, საიდანაც:

1 510 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 719, აჭარაში – 173, იმერეთში – 278. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში – 103, აჭარაში – 31, იმერეთში – 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 58, აჭარაში- 4, იმერეთში – 11. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 – თბილისში, 43 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 185 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 101, ხოლო აჭარაში – 25.

სულ 6 ოქტომბრიდან – 28 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 369 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 816 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 312 პირი, აჭარაში – 386, იმერეთში – 664.