LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.