ავსტრალიელი მსახიობი ჯორჯ ლეზემბი მსოფლიომ ,,ჯეიმს ბონდის” როლით გაიცნო ფილმში „მისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურში“. მიუხედავად იმისა, რომ მის ფილმოგრაფიაში უამრავი კონოსურათია, მას დღემდე მსოფლიო ,,ჯეიმს ბონდის” როლით იცნობს. ამჯერად პაპარაცება 81 წლის მსახიობი ლოს-ანჯელესში, ველოსიპედით სეირნობისას გადაიღეს.
უნდა ითქვას, რომ ასაკის მიუხედავად, ჯორჯ ლეზემბი ფანტასტიკურად გამოიყურება. მას ჯინსის შარვალი, კედები, ღია ფერის ტრენდული ქურქი აცვია და კორონავირუსისგან თავს პირბადით იცავს.




