LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, ვიდეო: ინგა გრიგოლიას სტუდიაში დათვის ბელები მიუყვანეს

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ მას სტუდიაში ახალდაბადებული დათვის ბელები მიუყვანეს.

,,გუშინ რომ პატარა ბელებზე დავწერე, ხომ გახსოვთ? ხოდა, გადაარჩინეს და ჩამოიყვანა გარემოს დაცვამ! მადლობა. ეხლა არიან ქექესთან და ხვალ დედალ დათვს მიუსვამენ.

ერთი ბიჭია, მეორე გოგო და დაარქვეს ინგა და კუკარაჩა.

ხოდა, გაიცანით ინგა და კუკარაჩა, მადლობა, ქექე და სოსო ჯიქურაშვილს. სტუდიაში მომიყვანეს და გამაცნეს,”-წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე ინგა გრიგოლია წერდა, რომ ორი პატარა დათვის ბელი იყო გადასარჩენი.

ჟურნალისტი გარემოს დაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვდა.