ქართველ პოლიტიკაში ყოველთვის გვყავდა მებრძოლი ქალები. ძნელია იყო წარმატებული პირად ცხოვრებაშიც და კარიერაშიც.
ქართველი პოლიტიკოსები კი ამას ახერხებენ.
მომხიბვლელი დეპუტატი – ნინო წილოსანი სამი შვილის დედაა…

„ოჯახი სიყვარულით შევქმენი… დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ვფიქრობდე, რომ ოჯახის შექმნა ადრე იყო, რადგან მხოლოდ 19 წლის ვიყავი. თუმცა, ალბათ ყველაფერი ბედია და როცა დგება მომენტი, წინააღმდეგობას ვეღარ უწევ“… ამბობს ნინო წილოსანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი ერთი შვილის დედაა.

„მერიკო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანია“. – ამბობს იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი.
თეა წულუკიანი დედა 2017 წელს გახდა. მან და ნუგზარ კაკულიამ შვილს მერიკო დაარქვეს.
„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე მალე დედა მეორედ გახდება.

პოლიტიკოსის მწერალ ირაკლი კაკაბაძესთან ქორწინების შემდეგ ერთი ვაჟი შეეძინა. შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. პოლიტიკოსის ამჟამინდელი რჩეულის ვინაობა უცნობია.
პოლიტიკაში ნინო ბურჯანაძის სახელი ახალი არაა. საქმიანობა და დედობა ერთმანეთს მარტივად შეუთავსა.
შვილები ამბობენ, რომ მკაცრი დედაა, თუმცა თავად მათ არ ეთანხმება.
ნინოს oრი ვაჟი, ანზორიკო და რეზო ჰყავს. ანზორისგან განსხვავებით რეზიკო პოლიტიკაში არაა ჩართული.

ჩემი ოთხი შვილი შოკია ხოლმე ბევრისთვის, ამბობს ელენე ხოშტარია, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ევროპული საქართველო“ დატოვა, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობას აქტიურად აგრძელებს.
„მე ჩემი თავი ყოველთვის აქტიური მახსოვს. სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც. საქმის კეთება ყოველთვის იყო ჩემთვის პრიორიტეტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აქტიური ცხოვრება ხელს არ მიშლიდა ინტენსიურ პირად ცხოვრებაში. 2004 წელს, როცა მუშაობა დავიწყე, როგორც საჯარო მოხელემ, ზუსტად იგივე რეჟიმი მქონდა, როგორც ახლა. შესაძლოა ახლა უფრო ვჩანვარ, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა საქმისადმი, ჩემი რეჟიმი ყოველთვის ერთი და იგივე იყო. მაშინ ერთი შვილი მყავდა. 2012-ში გავაჩინე მეორე და 2014-ში კიდევ ორი“. – ამბობს ელენე ხოშტარია.

„კანონი და სამართლის“ დამფუძნებელს თაკო ჩარკვიანი ერთი შვილის დედაა.
ირმა გიგანი საზოგადოებისთვის ბავშვობიდანაა ცნობილი. როალზე დაკვრაში ის საათობით მეცადინეობდა და შედეგმაც არ დააყოვნა. ის არაერთი კონკურსის გამარჯვებულია.

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერს ეკა ბესელიას ორი შვილი ჰყავს. ორი შვილი ჰყავს რატი და ლიზი.
რატი ცოტა ხნის წინ დაინიშნა, ლიზი კი რამდენიმე სილამაზის კონკურსის გამარჯვებულია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი თინა ბოკუჩავა დედა 2014 წელს გახდა.
მისი მეუღლე იურისტი კოტე იოსელიანია. პოლიტიკოსს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, ამიტომ არ ვიცით, წყვილმა როგორ გაიცნო ერთმანეთი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ხატია დეკანოიძეს ერთი შვილი ჰყავს, თორნიკე.
მისი მეუღლე კი 42 წლის ასაკში თრომბით გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიაში სწავლის დროს დაქორწინდა ბიძინა კაკაბაძეზე.
წყვილს პირველი შვილი, დათა გერმანიაში შეეძინა 2002 წელს.

მეორე შვილი ეკატერინე ტიკარაძეს 2011 წელს შეეძინა. ანასტასია ბერა ივანიშვილის ნათლულია.

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ერთი შვილი ჰყავს, ირაკლი ვეშაპიძე, რომელიც 2019 წელს დაქორწინდა.

