LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

„მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

დღეს მინისტრი უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრებს, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.