ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველო 2 მარტს დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა.
მისი საქართველოში ორდღიანი ვიზიტი საკმაოდ დატვირთული იყო. შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციას, მისი ინიციატივით პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა.
შარლ მიშელმა ხურვალეთში გადაღებული ფოტო “ფეისბუქის” გარეკნის ფოტოდ დააყენა
საბოლოოდ, როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, „შეთანხმდნენ, რომ შეთანხმდებიან“.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
როგორც ჩანს, საქართველოში ვიზიტმა შარლ მიშელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ხურვალეთში გადაღებული მორიგი ფოტო გამოაქვეყნა.

