“არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე. ამიტომ, დაველოდოთ, რეალური დიალოგი როდის შედგება”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განცახადა და თქვა, რომ დიალოგის აუცილებლობას აცნობიერებს, თუმცა თვითონ მოლაპარაკებებში მონაწილე პირი არ არის და დეტალებზე არ ისაუბრებს.
თეა წულუკიანის განცხადებით, დიალოგის კარი “ქართულმა ოცნებამ” ფართოდ გააღო, რომელიც კვლავ ღიად რჩება:
“მე რომ ახლა გითხრათ, პლებისციტს ვემხრობი და რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია და არ უნდა ჩატარდეს, ეს იქნება, რომ მე და თქვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე. ამიტომ, დაველოდოთ, რეალური დიალოგი როდის შედგება.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა სიტყვას ჰქონდეს თავისი სწორი მნიშვნელობა. მე მაგალითად, ვერ ვხვდები ვის უნდა შევურიგდე და რაზე უნდა შევურიგდე, მაგრამ ის, რომ დიალოგი უნდა შედგეს, ამას მეც ვიზიარებ და ეს დიალოგის კარი”ქართულმა ოცნებამ” რომ გააღო ფართოდ, კვლავ ღიაა”. – თქვა წულუკიანმა.
