LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ პლებისციტი არც მიშას მოსწონს და არც ბიძინას, ესე იგი, კარგი ყოფილა – ვაშაძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ ოპოზიცია პლებისციტს არ უნდა დათანხმდეს, „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი არ ეთანხმება.

მისი თქმით, სააკაშვილის მოწოდების გამო, პარტიის გეგმები არ შეიცვლება.

“სტრატეგია აღმაშენებლის” გეგმები ვერ შეიცვლება ვერც ერთ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას”, თვითონ შეუძლია ჩამოყალიბდეს, ცვლის თუ არა საკუთარ გადაწყვეტილებას.

პლებისციტის მოდელზე დათანხმება არ შეიძლება, ჩვენ იმედი გვაქვს ნიკა მელიას შეუპოვარი ხასიათის – სააკაშვილი

“თუ პლებისციტი არც მიშას მოსწონს და არც ბიძინას, ესე იგი, კარგი ყოფილა, ეს ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ. ქვეყანას სჭირდება პასუხისმგებლიანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ გადაწყვეტილებებისთვის. მთავარი ჩვენთვის არის, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში, რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის მექანიზმზე უნდა შევთანხმდეთ”. – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

არ ვიზიარებ სააკაშვილის პათოსს, პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება, მიუღებელია – უგულავა

გიგა ბოკერია ივანიშვილს სააკაშვილის ჯინაზე პლებიცისტის ჩატარებისკენ მოუწოდებს