LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეკონომიკის გაკვეთილს გვიტარებთ თუ პრობლემაზე გვესაუბრებით?!“ – “ნამახვანჰესზე” მიმდინარე მინისტრების შეხვედრა “რიონის ხეობის მცველებთან კამათის ფონზე მიმდინარეობს

ცაგერის კულტურის სახლში „ნამახვანჰესის“ საკითხის განხილვა ამ წუთებში კამათის ფონზე მიმდინარეობს. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ესწრებიან. მინისტრები “რიონის ხეობის მცველებს” ენერგოდამოუკიდებლობისა და ჰიდროელექტროსადგურები მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

შეხვედრაზე დამსწრე “რიონის ხეობის მცველების” გაღიზიანება პროექტის მნიშვნელობის შესახებ ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ვრცელმა საუბარმა გამოიწვია. მოქალაქეების თქმით, ისინი შეხვედრაზე ეკონომიკის თემაზე სასაუბროდ კი არა, “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, პრობლემის შესაძლო გადაჭრის გზებზე დიალოგისთვის მივიდნენ.

„ეკონომიკის გაკვეთილს გვიტარებთ თუ პრობლემაზე გვესაუბრებით?!“ – “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ასე მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ თურნავას.

შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად კულტურის სახლიც დატოვა.

შეგახსენებთ, რომ შესაბამისი დარგის მინისტრებს რიონის ხეობაში ჩასვლა და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაავალა.

ნათია თურნავა ნამახვანჰესზე: მზად ვართ, „რიონის მცველებს“ საჯაროდ შევხვდეთ მათთვის მისაღებ ფორმატში