ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ ნანატრი საქნქციები არ იქნება.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს მისამართით უცხოელი პარტნიორები და სახელმწიფოები ნეგატიურ გადაწყვეტილებებს არ მიღებენ, რადგან ხელისუფლება უამრავი კომპრომისული წინადადებით გამოდის.
მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოს მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, ქვეყანა ადეკვატურად შეხვდა:
“ჩვენ ვნახეთ შეფასებები, მათ შორის კრიტიკულიც და აბსოლუტურად ადეკვატურად შეხვდა საქართველო ამ შეფასებებს, კრიტიკასაც და პასუხები გაეცა ყველა კითხვას. თქვენ იცით ბოლო დღეების პათოსი, მათ შორის, ჩვენი მეგობრების განცხადებები. რაც შეეხება ნეგატიურ გადაწყვეტილებებს ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით, ასეთი არ იქნება, რადგან კანონის აღსრულებისთვის და იმისთვის, რომ ხელისუფლება უამრავ კომპრომისულ წინადადებას აყენებს, ნანატრი სანქციები, რომელზეც ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ოცნებობენ ხოლმე, არ იქნება”. – თქვა მდინარაძემ.
ოპოზიციის წარმომადგნელები უცხოეთის მხრიდან, ქვეყნისთვის შესაძლო სანქციების დაწესებაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი ლიდერი, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მისი პარტიის ოფისში, შტურმის შემდეგ დააკავეს.
