LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, გორში 19 წლის მამაკაცი დააკავეს

გორში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სამართალდამცველებმა 19 წლის მამაკაცი დააკავეს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, გორის პოლიციაში განცხადება არასრულწლოვანი გოგონას მშობლება 5 თვის წინ შეიტანეს.

როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, ბრალდებული 5-თვიანი ძიების შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.