LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ბავშვს, მოხუცს და ავადმყოფს ექნება საჭმელი, დილიდან ეს მათთვის ნამდვილი დღესასწაული იყო: აკა სინჯიკაშვილი

რამდენიმე დღის წინ აკა სინჯიკაშვილმა სოციალურ ქსელში უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების შესახებ დაწერა. მან დასავლეთში მდებარე ერთ-ერთი ქალაქის გარეუბანში მცხოვრები მოსახლეობა ჯოჯოხეთს შეადარა.

აკა სინჯიკაშვილმა დაწერა, რომ შენობაში, 28 ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და დახმარების მსურველებს მიმართა.

როგორც აკას დღევანდელი პოსტიდან ირკვევა, უკვე შეგროვდა გარკვეული რაოდენობის თანხა. ის წერს, ადგილობრივებს ორი სატვირთო მანქანით საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი ჩაუტანეს.

“ბედნიერი ამბები დილიდან, აქ ადამიანებისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო ორი დღე.

მთელ უბანს, ასზე მეტ ადამიანს ქალაქის გარეუბანში და ახლომახლო სოფლებში თბილისიდან ჩავუტანეთ თქვენი მოგროვილი ორი სატვირთო მანქანა საჭმელი და ერთი დიდი მანქანა ნივთები, თითო ოჯახს თქვენგან შეხვდა დაახლოებით 200 კ.გ-მდე საკვები პროდუქტები, კარტოფილი, ფქვილი, მაკარონი, შვრია,ზეთი, ორცხობილა, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.

ყველა ბავშვს, მოხუცს და ავადმყოფს ექნება საჭმელი და აღარ შესცივა.

უწესიერესი და უპატიოსნესი ხალხი ცხოვრობს აქ საერთოდ, ბევრი ხალხით დასახლებულ უბნებში, ძალიან ძნელია ხოლმე საჭმელის დარიგება, მაგრამ აქ მართლა ბრილიანტივით ადამიანები ცხოვრობენ. არცერთს არ დაურღვევია თავისი რიგი, არცერთი პატარა კამათი არ ყოფილა, პირიქით – ერთმანეთს და მოხუცებს როგორ ეხმარებოდნენ საჭმელის სახლში მიტანაში, ლამის მართლა ვიტირეთ.

გილოცავთ, რამდენიმე ასეულ ადამიანს თქვენ დიიიიდი სიხარული აჩუქეთ. ადამიანების გვერდით დგომა იგრძნეს, იმედი გაუჩნდათ და ეს ყველაფერზე მთავარია. ჩვენ თბილისში მოვდივართ, მარტოხელა მოხუცების და ქუჩაში დარჩენილების შემოვლას ვიწყებთ. ყველას სათითაოდ, ყველაფრისთვის მილიონი მადლობა ჩემგან და ყველა ადამიანისგან, ვინც გააბედნიერეთ. ყველაფერი კარგად იქნება მალე“, – წერს აკა სინჯიკაშვილი ფეისბუქში.