LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც დაჩიპვის ეშინია, ის არაა საშიში ვაქცინაციისთვის, საშიშები არიან თავს რომ ექსპერტებს უწოდებენ ისინი: პაატა იმნაძე

“ვისაც დაჩიპვის ეშინია, ის არაა საშიში ვაქცინაციისთვის, საშიშები არიან ე.წ ექსპერტები”,-ამის შეახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის დამთავრებაა მთავარი და არა დაწყება.

“მე მეშინია არა იმის, რომ ვაქცინა არ შემოვა, იმიტომ, რომ ვაქცინა შემოვა და ვაქცინაციას დავიწყებთ, ვაქცინაციის დამთავრებაა მთავარი და არა დაწყება… მთავარია, ხელი არ შეგვიშალოს ანტივაქსერულმა პროპაგანდამ. მე მაბრალებენ ანტივაქსერობას, ჩემზე რომ მაგას იტყვიან, უკვე მეცინება…  ვიღაცას რომ ეშინია დაჩიპვის და ჩიპიანი ტელეფონებით წერს სოციალურ ქსელში, ისინი არ არიან საშიშები, საშიშია ის ადამიანები, თავის თავს რომ ექსპერტებს უწოდებენ და ბებია თუ ეძახდათ ბავშვობაში მოფერებით ექსპერტებს”,-განაცხდაა პაატა იმნაძემ.