LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში 30 წლამდე კაცმა მშობლები და ბებია მოკლა

თელავში, გოშაძის ქუჩაზე 30 წლამდე კაცმა მშობლები და ბებია მოკლა.

მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელდა.

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ წუთებში დამნაშავის პოვნის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.