LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმსა და ქუთაისში 8 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხვალ, 8 მარტს ბათუმსა და ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება.

თელავში გადაადგილება ყველა მგზავრისთვის უფასოა. აქ ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში მუშაობს.

ცნობისთვის, ქალთა საერთაშორისო დღედ 8 მარტი მეოცე საუკუნის პირველი ნახევრიდან აღინიშნება. დღე 1975 წელს გაერომაც აღიარა.