LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რამდენიმე საათში ველოდები განცხადებებს ღარიბაშვილისგან და ჩუბინიძისგან გადადგომის თაობაზე” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ სკოლის მოსწავლეების ტერორი უმაღლესი ხელმძღვანელების მხრიდან, ქართულ კი არა, მსოფლიო პოლიტიკური რეპრესიების ისტორიას არ ახსოვს.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის გადადგომას ელოდება.

“თავზარდამცემი ჩანაწერების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ტერორისტული ოჯახი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო სრულად.

რა არ გამოვიარეთ, დარბევები, დაპატიმრებები, მაჩალიკაშვილის საწოლში ჩაცხრილვა, ახალგაზრდებისათვის 20 ივნისს თვალების დათხრა, მაგრამ ამგვარი რამ, სკოლის მოსწავლეებს დაწესებული ტერორი უმაღლესი ხელმძღვანელებს მხრიდან, ქართულ კი არა, მსოფლიო პოლიტიკური რეპრესიების ისტორიას არ ახსოვს. ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ბავშვს გაუშვებ სკოლაში და ის დაგვიბრუნდება უვნებელი, ჯანმრთელი და ცოცხალი. ვფიქრობ, ყოველი წუთი ამ ფიგურების ხელისუფლებაში ყოფნის, არის უდიდესი საფრთხე სრულიად საქართველოსთვის. ამიტომ ველოდები რამდენიმე საათში განცხადებებს ღარიბაშვილისგან, ჩუბინიძისგან და ყველასგან, გადადგომის თაობაზე. სასწრაფოდ, ტექნიკური არაპარტიული პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული დროებითი მთავრობა და სასწრაფოდ ახალი საპარლამენტო არჩევნები.”-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.