LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოპერაცია გავიკეთე და ვერ ვარ აქტიური, იმედია, გუშინ გასულ ჩანაწერებს არ მოყვება ანგარიშსწორება ტელევიზიაზე” – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს სოციალური ქსელით ეხმაურება.

გრიგოლია იმედს გამოთქვამს, რომ ჩანაწერების გამო ტელევიზიაზე ანგარიშსწორება არ განხორციელდება.

ამასთან, ტელეწამყვანი წერს, რომ ახლახანს ოპერაცია გაიკეთა და ბევრი წერა და დისკუსია აღნიშნულ თემაზე არ შეუძლია.

„ოპერაცია გავიკეთე და ვერ ვარ აქტიური, ამიტომ ჩამენაცვლა გუშინ ანუნა ახალაია ეთერში. იმედია, რაც გუშინ ტვ „პირველზე“ გავიდა, ამ ყველაფერს არ მოყვება ანგარიშსწორება გადაცემის ავტორზე, ჟურნალისტებზე და ტელევიზიის მფლობელზე, რომლის მამაზეც უკვე მოხდა ანგარიშსწორება ტვ „პირველის“ გამო სასამართლოთი, პროკურატურით და თავდასხმით, რაც არავის გამოუძიებია.

იმედია, გუშინ გასულ ჩანაწერებს არ მოყვება ანგარიშსწორება მთლიანად ტელევიზიაზე, რისი ღია ნიშნებიც და მოწოდებებიც უკვე სახეზე იყო ეთერში შაბათის ანონსის გასვლის შემდეგ „ოცნების“ და მათი პროპაგანდისტული არხების მხრიდან. არ შემიძლია დისკუსია და ბევრი წერა. ამიტომ, ტყუილად ნუ შემომივარდებით მორალისტები, პასუხს ვერ გაგცემთ,”-წერს ინგა გრიგოლია.