LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4-თვიანი ძებნის შემდეგ, 22 წლის გიორგი ნონაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

4-თვიანი ძებნის შემდეგ 22 წლის გიორგი ნონაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ცნობილია, ის სოფელ გორიჯვრის მცხოვრებმა ხევში ნახა.

გარდაცვლილი უკვე გადასვენებულია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შიდა ქართლის დეპარტამენტში.

გარდაცვალების მიზეზს გამოძიება დაადგენს.

როგორც ოჯახის წევრები ამბობდნენ, 22 წლის ბიჭი სახლიდან 11 ნოემბერს ხელფასის ასაღებად გავიდა, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს. მისი კვალი მაშინ დაიკარგა, როცა ის გორიჯვრის მიმართულებით გადაადგილდებოდა.