LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წარმოიდგინეთ რომ ნაციონალებს ეს ჩანაწერი აქვთ 2010 წლიდან და არცერთი არჩევნების დროს არ იყენებენ” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რის მიხედვითაც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს, სოციალურ ქსელში განხილვები არ წყდება.

აღნიშნულს ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

“წარმოიდგინეთ რომ ნაციონალებს ეს ჩანაწერი აქვთ 2010 წლიდან და არცერთი არჩევნების დროს არ იყენებენ. მათ შორის მაშინაც კი, როცა ვაშაძე კინაღამ პრეზიდენტი გახდა. ტიპებმა ბერას ტრუსიკიანი ფოტოც კი გამოდეს, ჩანაწერები კი არა და ეს შეინახეს.
აი, ამის ვისაც გჯერათ, თუ არსებობთ ასეთები, ყველა ტრი ხართ”-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.