LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კოვიდსტატისტიკა განახლდა: ქვეყანაში covid19-ის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 349 პირი

საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 349 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 919 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 210, „პისიარ“ ტესტით – 9 709.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,47%, ბოლო 14 დღის – 1,55%, ბოლო შვიდი დღის – 1,56%

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 851 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 693 გამოჯანმრთელდა, 3576 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 307, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 410 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 133 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 234 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 135 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – 4, შიდა ქართლი – 23, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 556, საიდანაც: 1 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 698, აჭარაში – 163, იმერეთში – 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში – 103, აჭარაში – 26, იმერეთში – 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, მათგან თბილისში – 49, აჭარაში- 3, იმერეთში – 11. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 93 – თბილისში, 24 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 1 013 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.