LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მაღალია ვირუსული ინფექციით დასნეულების ალბათობა. მეტი დრო დაუთმეთ საშინაო საქმეებს, რადგან მოდუნებული ყურადღება არ მოგცემთ სერიოზული პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო მასალის შესაძენად, ავტომობილის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და ფინანსური ოპერაციების განხორციელება,

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სიმძიმის აწევას, გაუფრთხილდით გულს და ხერხემალს. თავი შეიკავეთ მარილიანი და ალერგიული სკვების მიღებისგან. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასამარცხებლად.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყავისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, მალაქიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მერწყულს.