„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს და ამასთან აღნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თავის ხელწერას არ იშლის.
„ქართული ოცნება“ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
“აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის” სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს!!!”-წერს ირაკლი კობახიძე.
