LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღესაც მძევლად ყავთ აყვანილი. გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება და ბერა ივანიშვილის შესახებ წერს, რომ მისი თავაზიანობითა და მოკრძალებით წლების წინ ნამდვილად აღფრთოვანებული იყო.

“მე მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ და შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად აღფრთოვანებული ვიყავი მისი თავაზიანობით, უფროსის პატივისცემით, მოკრძალებით. ამპარტავნების ნიშანწყალი არ იგრძნობოდა.

ვინც თითქოს მის ინტერესებს იცავდა და იცავს დღეს, სინამდვილეში მის ხარჯზე საკუთარ ჭიას ახარებს.

იმ სავარაუდო ინციდენტის მთავარი მსხვერპლი ის ვიღაც ბავშვი კი არა, თავად ბერაა…

დღესაც მძევლად ყავთ აყვანილი.

ამოსუნთქვის, დაფიქრების საშუალებას არ აძლევენ, რომ რაღაც შეცვალოს თავის ცხოვრებაში.

დაინახოს, რა “მოსულა” და რა არა…

გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…”- წერს გია ხუხაშვილი.