LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადებითობის მაჩვენებელი 1.88 %, თბილისში 64, აჭარაში 4 – 8 მარტის კოვიდსტატისტიკა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 64, იმერეთში – 27, კახეთში – 18, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 823 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 613 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 210 PCR ტესტით.

„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 998-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.88 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.54 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.67%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 193 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 266 886-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 591 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა,

აჭარა – 4,

იმერეთი – 27,

ქვემო ქართლი – 4,

შიდა ქართლი – 7,

გურია – 10,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9,

კახეთი – 18,

მცხეთა-მთიანეთი – 4,

სამცხე-ჯავახეთი – 0,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც:

1 421 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 697, აჭარაში – 163, იმერეთში – 275. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში – 110, აჭარაში – 26, იმერეთში – 84. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში- 3, იმერეთში – 12. 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 90 – თბილისში, 24 – აჭარაში, 4 – იმერეთში. 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 257 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 148, ხოლო აჭარაში – 19.

სულ 6 ოქტომბრიდან – 7 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 560 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 535 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 245 პირი, აჭარაში – 505, იმერეთში – 738“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.