LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ყველაზე ცუდი კრაშ–ტესტი, რომლის შედეგიც 0 ვარსკვლავია

ავსტრალიურმა დამოუკიდებელმა ორგანიზაცია ANCAP მორიგი კრაშ–ტესტი ჩაატარა და 2021 წლის მინივენი Mitsubishi Express გამოსცადა. ფურგონმა 5 შესაძლო ვარსკვლავიდან 0 დაიმსახურა. ექსპერტები მომხმარებლებს ურჩევენ, რომ აღნიშნული მოდელის შეძენისგან თავი შეიკავონ, რადგან მას არანაირი უსაფრთხოების სისტემა არ გააჩნია.

ავსტრალიელმა ექსპერტებმა გადაწყვიტეს, რომ 7 წლიანი პაუზის შემდეგ ბაზარზე დაბრუნებული მინივენი დაეტესტათ. გვერდითი დაჯახების დროს, ავტომობილის ძარა ისე დაზიანდა რომ მანეკენი რომელიც მძღოლის როლს ასრულებდა შუა სალონში აღმოჩნდა. ფრონტალური დაჯახების დროს კი მძღოლი გულ–მკერდის სერიოზული ტრავმის გარეშე ალბათ ვერ გადარჩება.

Mitsubishi Express მგზავრებისთვის კიდევ უფრო მეტად საშიშია. მინივენს უსაფრთხოების ბალიშები არ აქვს და ავარიის შემთხვევაში ყველაფრის ფატალურად დასრულების რისკი ძალიან დიდია. მოდელს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები არ გააჩნია და სხვა ავტომობილებისთვისაც კი საშიშია.

სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ცდების მთელ ისტორიაში ასეთ საშიშ ავტომობილთან შეხება პირველად ქონდათ. ამიტომ, მისი შეძენის რეკომენდაციას არავის აძლევენ.