LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 04:53-დან 11:43 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ეცადეთ მაქსიმალურად შეასრულოთ დასახული გეგმები. თავი შეიკავეთ არაფრისმომცემი საუბრისგან. არ ღირს ზედმეტი ინფორმაციის გაცემა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და ახლობლებთან მნიშვნელოვანი პრობლემების განსახილველად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად და შესაკეთებლად, უძრავი ქონების ყიდვისა და გასაყიდად, სესხის ასაღებად, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ფეხის კუნთებს და  თვალებს, არ ღირს მათი ზედმეტად გადაღლა. კარგი დღეა გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ტყუპებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.