რადიო ,,არ დაიდარდოს” გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” ზაზა ჭინჭარაული და დათო ლონდარიძე სტუმრობდნენ ცოცხალი შესრულებით ,,გიორგობის თვე” და ახალი სიმღერის ,,ლოდინით ქარში” პრემიერით.
-სიმღერა, რომელიც დღეს დაპრემიერდება ჩვენს ეთერში ვის ეკუთვნის?
ზაზა ჭინჭარაული:
-ლექსის ავტორი გახლავთ ემიგრანტი, ახალგაზრდა პოეტი გურო როყვა, არ ვიცნობდი ამ ადამიანს, მის ლექსებს გადავხედე და ერთ-ერთი ავარჩიე. გამოვიდა მინორული სიმღერა. მუსიკა კი მეკუთვნის მე. არანჟირება არის ჩვენი დიდი ადამიანის, გიორგი დათიაშვილის.

-როგორია თქვენი სამომავლო გემგები
-სამომავლოდ მე და დათო ვგეგმავთ ერთობლივ ახალ სიმღერებს.
-დათო, გვიამბე შენს შესახებ?
-ხელოვნების სკოლაში ვასწავლი ბავშვებს, ყოველდღიურად მაქვს დატვირთული გრაფიკი. ძალიან ნიჭიერი თაობაა, გულწრფელად ვამბობ. 10-11 წლის ბავშვებზე მაქვს საუბარი, ყველაფერს მარტივად ითვისებენ. ჩვენს სტუდიაში ასაკი შეზღუდული არ არის, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს.
ზაზა ჭინჭარაული – ლოდინი ქარში
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ზაზა ჭინჭარაული & დათო ლონდარიძე – გიორგობის თვე. Live
დათო ლონდარიძე – ექსპრომტი. Live
ზაზა ჭინჭარაული & დათო ლონდარიძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები







