LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის მერის კანდიდატის ვინაობას პოლიტსაბჭო წყვეტს, იქნებ მე ვიყო, რა იცით? – ირაკლი ზარქუა

იქნება თუ არა დედაქალაქის მერობის კანდიდატი კვლავ კახა კალაძე – საპარლამეტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ კანდიდატს პოლიტსაბჭო დაასახელებს და ჟურნალისტების კითხვას შეკითხვითვე პასუხობს – “იქნებ მე ვიყო?!”.

ამასთან, ზარქუას განცხადებით, კახა კალაძე მმართველ პარტიაში რჩება და უმრავლესობასთან ერთად აგრძელებს მუშაობას:

“ბატონი კალაძე არის გუნდის ლიდერი, გუნდში რჩება ჩვეულებრივად, იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს, ყველა ერთად ვუპასუხებთ. ამასთან დაკავშირებით შეიკრიბება პოლიტსაბჭო, თქვენ იცით, რომ პარტიაში გვაქვს ეს ორგანო, სადაც პოლიტსაბჭო წყვეტს ვინ იქნება და ვინ არ იქნება კანდიდატი. იქნებ მე ვიყო, რა იცით?” – თქვა ზარქუამ.

გუშინ, თბილისის მერმა, კითხვაზე, მიიღებს თუ არა მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას, განაცხადა, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა თბილისზე და დედაქალაქის მაცხოვრებლებზე, აქედქან გამომდინარე, გადაწყვეტილებას ჩუმად არ მიიღებს:

“მომდევნო დღეების და თვეების განმოვლობაში, როდესაც მოვა ამის დრო ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკვაშირებით მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას თუ არა. ყველაფერი იქნება ცხადი, როდესაც ამის დრო იქნება. ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ”. – თქვა კახა კალაძემ.

როდესაც მოვა ამის დრო გაიგებთ, მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას: კალაძე