LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლაპარაკებას სჭირდება, რომ მაგიდასთან ყველა მხარე იმ განწყობით მოვიდეს, რომ დიალოგი შედგეს – ირაკლი ჩიქოვანი

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები შედეგის მომტანი იქნება.

ჩიქოვანი ასევე ეხმიანება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას – საქართველოში საკუთარი წარმომადგენლის გამოგზავნასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, მმართველი გუნდი დიალოგის დასაწყებად ყოველთვის დგამდა საჭირო ნაბიჯებს.

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, კრისტიან დანიელსონი საქართველოს ძალიან კარგად იცნობს. დარწმუნებულნი ვართ, რომ დიალოგი ნამდვილად შედეგიანი იქნება. მოლაპარაკებას სჭირდება, რომ მაგიდასთან ყველა მხარე იმ განწყობით მოვიდეს, რომ დიალოგი შედგეს. დიალოგი მმართველი გუნდისთვის ყოველთვის ის გზა და საშუალება იყო, რომლითაც ჩვენ შედეგის მიღწევას შევძლებდით. ამას ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები ცხადჰყოფს.” – განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, შარლ მიშელი საქართველოში საკუთარ წარმომადგენელს გზავნის. კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ დიალოგში უნდა ჩაერთოს. დანიელოსი მედიაციას გაუწევს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს და მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან.

შარლ მიშელი საქართველოში წარმომადგენელს აგზავნის