BMW AG–ის გენერალურმა დირექტორმა ოლივერ ციპსემ „ტესლას“ აქციების სწრაფი ვარდნა იწინასწარმეტყველა. ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ ამერიკული კომპანია ელექტროქარების ბაზარზე ლიდერობას დაკარგავს, რადგან „მწვანე“ ავტომობილების შექმნა სხვა ბრენდებმაც აქტიურად დაიწყეს.
გასულ წელს Tesla–მ თითქმის ნახევარი მილიონი ელექტროქარის რეალიზება შეძლო, რაც წინა წელთან შედარებით 30%–ით უფრო მეტია. უფრო მეტიც, ეს მაჩვენებელი ამერიკული კომპანიისთვის ნამდვილად რეკორუდლია, რადგან წლის შეჯამებით პლუსში ის პირველად გავიდა. თუმცა, კონკურენტები დროს არ კარგავენ და პირველი დარტყმისთვის ემზადებიან ისეთი ბრენდები როგორიცაა – Volkswagen, General Motors, Ford, Mercedes-Benz და BMW.
რაც შეეხება თავად BMW–ს, 2030 წლისთვის ის 9 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს და ყველა მათგანს ნულოვანი გამონაბოლქვი ექნება. უახლოეს წლებში ელემენტიან ხაზს რამდენიმე კროსოვერიც დაემატება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „ტესლას“ აქციების ფასი 18%–ით შემცირდა და 730 დოლარი შეადგინა. რაც BMW–ს დირექტორის პროგნოზს ძალიან მოსახერხებლად დაემთხვა.
