LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

კასპში, სასაფლაოზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა მუცლის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.