“ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია”,-ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან მეორე შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა თემას შეეხნენ, რომელიც დიალოგს უკავშირდება. როგორც კობახიძე ამბობს ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ვიზიტმა აჩვენა, რომ მისი ჩართულობა მოლაპარაკებების პროცესში ძალიან პროდუქტიულია.
“ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული, მათ აქვთ ცარიელი ხელები, ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით”, — განაცხადა კობახიძემ.
