LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 წლის ექთანი, რომელსაც აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს

27 წლის ექთანი, რომელსაც, სავარაუდოდ, აცრის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა უკვე თბილისშია.

ის კატასტროფის ბრიგადამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

შეგახსენებთ, დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ექიმები საუბრობენ, 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.

ვიდეო: ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა